სიახლეები
კავკასიის ავტოსერვისმა რეგიონში უპრეცედენტო მასშტაბის ავტომობილების აღდგენის ცენტრი გახსნა 23.06.2014

 

კავკასიის ავტოსერვისმა რეგიონში უპრეცედენტო მასშტაბის ავტომობილების აღდგენის ცენტრი გახსნა

 

 

კომპანია კავკასიის ავტოსერვისმა უახლესი დანადგარებით აღჭურვილი, სრულად კომპიუტერიზებული, რეგიონში უპრეცედენტო მასშტაბის ავტომობილების აღდგენის ცენტრი გახსნა.


ავტომობილების აღდგენის რეგიონალური ცენტრი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით აერთიანებს ავტომობილის აღდგენასთან დაკავშირებულ, აქამდე ფრაგმენტულ და გეოგრაფიულად გაფანტულ ყველა სახის მომსახურებას.

 

ცენტრის კლიენტებს არ სჭირდებათ დაესწრონ ავტომობილის აღდგენის პროცესს, იზრუნონ სათადარიგო ნაწილების მიწოდებასა და ხარისხზე. ყველაფერ ამას, აგვარებს კლიენტის ავტომობილზე ინდივიდუალურად მიმაგრებული მენეჯერი, რომელიც სრულ ინფორმაციას აწვდის კლიენტს ავტომობილის აღდგენის პროცესის შესახებ.

ცენტრში მოქმედებს მკაცრი ხარისხის კონტროლი. ავტომობილების აღდგენა უმოკლეს ვადაში სრულდება. საწარმოში მუშაობენ მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეული, კვალიფიციური ხელოსნები, რომლებიც მუდმივად გადიან გადამზადებას გერმანელ და ბერძენ სპეციალისტებთან.

საწარმო ფლობს წამყვანი ფირმების უახლეს პროდუქციას. გამოიყენება მხოლოდ თანამედროვე ხელსაწყოები და ტექნიკა. საწარმოო პროცესი მთლიანად კომპიუტერიზებული და ოპტიმიზირებულია. კლიენტის სურვილის შემთხვევაში პერსონალურ მენეჯერს პირადად მიჰყავს ავტომობილი: სახლში, სამსახურში ან მომხმარებლისთვის ხელსაყრელ ნებისმიერ ადგილას.

ცენტრი კლიენტებს ავტომობილის აღდგენასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის მომსახურებას მაღალი ხარისხით და საუკეთესო კონკურენტულ ფასად სთავაზობს.

 

 

სხვა სიახლეები
  •  
    16.09.2014 აღადგინეთ ავტომობილი 0%-იანი განვადებით გირავნობის გარეშე დეტალურად
  •  
    03.07.2014 ავტომობილების აღდგენის რეგიონალურ ცენტრს ბატონი დავით ნარმანია ესტუმრა დეტალურად